შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769533174
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია იტალიის ვიცე-პრემირის, მატეო სალვინის პოსტით, სადაც ის წერს, რომ უკრაინამ ომი უკვე წააგო და პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის დაუყოვნებლივ მოწერისკენ მოუწოდებს.
უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს შეახსენა, რომ ევროპაში მშვიდობის საკითხი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება.
სალვინი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიუხედავად, ზელენსკი მაინც უკმაყოფილოა პარტნიორებით და მათგან მეტს ითხოვს.
უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს კიევის კრიტიკის ნაცვლად ურჩია ომის დასასრულებლად მოსკოვს მიმართოს.