„ჰაუსმა“ გადაწყვეტილება მიიღო! - რა მოხდა პროექტში
1769538847
კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონში.
„ქსელში გადართვების გამო, 28 იანვარს, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, პაბლო პიკასოს, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, მამია გურიელის, დუდუ დადიანის, დავით გამრეკელის, ძოწენიძის, ზურაბ მუზაშვილის და პაატა დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.