1758568351
კაცს, რომელსაც 3 ცოლი და 14 შვილი ჰყავს, 3-წლიანი ციხე ელოდება, საკუთარი ქალიშვილის სექსუალური შევიწოების, გამო

პოლიგამ ივან სუხოვს, რომელსაც მისი ქალიშვილი საჯაროდ ადანაშაულებს შევიწროებაში, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ SHOT იტყობინება.
დღეს ვლადიმირის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილით (უხამსი ქმედებები). ამჟამად ტარდება საგამოძიებო ღონისძიებების მთელი რიგი.
„გამოძიების დროს დაიკითხებიან ოჯახის წევრები და სხვა პირები, ჩატარდება საჭირო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე შესწავლილი იქნება არასრულწლოვანის საცხოვრებელი პირობები და აღზრდა“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. ადრე, ივან სუხოვის უფროსმა ქალიშვილმა საჯაროდ ისაუბრა შევიწროების შესახებ ტოქშოუში. მისი თქმით, ინციდენტი დაახლოებით ხუთი წლის წინ მოხდა, როდესაც მამამისმა ის დასასვენებლად წაიყვანა. ამ აღიარებების შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტმა წინასწარი გამოძიება დაიწყო. სუხოვი 70 კვადრატულ ბინაში ცხოვრობს სამ ცოლთან და 14 შვილთან ერთად.