1785095778
კაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება (იტალია)
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება.
ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.
ექსკურსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ „ბერიკოს ზღვის ამფითეატრი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ოფიციალურ ტურისტულ გზამკვლევსა და მობილურ აპლიკაციაშიც კი მოხვდა.










