ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიცია

ბახმაროში ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.