„გოულახია თემურა ბიჭო!“ - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

27 პირი დააკავეს

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად.