კაცმა მომაკვდავ გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა

გველი

ინდოეთის გუჯარათის შტატში მამაკაცმა გველი გადაარჩინა მას შემდეგ, რაც ის ელექტროშოკს დაექვემდებარა. ამის შესახებ The Indian Express წერს.

გონებადაკარგული გველი ფერმერებმა შენიშნეს. მათი თქმით, რეპტილია მათ თვალწინ აცოცდა ბოძზე, მოვიდა ელექტროგადამცემი ხაზთან, მიიღო დენის დარტყმა და 4,5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მუშებს გველი შეეცოდათ და დახმარებისთვის ახლოს მცხოვრები მაშველი, მუკეშ ვაიადი გამოიძახეს. ის ახლოს ცხოვრობდა და სწრაფად მიირბინა.

შემთხვევის ადგილზე ვაიადიმ განსაზღვრა, რომ მის წინ ე.წ. „ვირთხის გველი“ იყო. ეს გველი არ არის შხამიანი, ამიტომ მან მისთვის უსაფრთხოდ შეძლო ხელოვნური სუნთქვისა და გულის მასაჟის ჩატარება. ნახევარწუთიანი შეუწყვეტელი მცდელობის შემდეგ გველი გაცოცხლდა და ბუჩქებში შეძვრა.