„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -2°-მდე დაეცემა...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი

ამინდი

7  დეკემბერი - კვირა

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია

წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 20-25  მ/წმ, აჭარის სანაპირო რაონებში დღის ბოლოს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +8, +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით  უმეტეს  რაიონში წვიმა,  მაღალმთაში თოვლჭყაპი. შესაძლებელია ნისლი.

აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +2, +7°,

დღისით +8, +13°;  მთაში ღამით  -2, +3°; ზოგან -6°-მდე  დღისით +7,+12°; მაღალმთაში ღამით -7, -2°,  დღისით +3, +8°.

8  დეკემბერი - ორშაბათი

დასავლეთ საქართველოში  -  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა,  მაღალმთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22  მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +8,  +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად  ღრუბლიანი ამინდი. ღამით  უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  ნალექი,  მაღალმთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +2, +7°, დღისით +7, +12°;  მთაში ღამით  0, +5°;  დღისით +5,+10°; მაღალმთაში ღამით -4, +1°,  დღისით +2,  +7°-მდე.