დააკავეს ალპინისტი, რომელმაც შეყვარებული მთის წვერზე დატოვა
1765004892
7 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა.
წმინდა ეკატერინე ალექსანდრიის მმართველის - კონტის ასული იყო მან დედის გავლენით ქრისტიანობა მიიღო. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. ეკატერინემ თავისი სარწმუნოება დაუფარავად აღიარა და წარმართთა მსხვერპლშეწირვა დაგმო.
მაქსიმიანეს ბრძანებით ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს. წმინდა ეკატერინეს სიყვარული და ერთგულება ღვთისადმი დიდმოწამეობის გვირგვინით გამშვენდა!! მისი წმიდა ნაწილები სინას მთაზე არსებულ მონასტერში ინახება.
წმინდა დიდმოწამე ეკატერინე არის ქრისტეს სასძლო, მან უარი თქვა გათხოვებაზე, ბოლომდე უერთგულა ქრისტეს!!
ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი , და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა, ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.
კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1764952562
Pantone-მა 2026 წლის ფერი დაასახელა
1764964768