1764964019
დააკავეს ალპინისტი, რომელმაც შეყვარებული მთის წვერზე დატოვა
ავსტრიაში 39 წლის ალპინისტი სასამართლოს წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი შეყვარებული ყინვამ იმსხვერპლა. ამის შესახებ წერს Heute.
მამაკაცი და მისი 33 წლის შეყვარებული გროსგლოკნერის მთაზე ასვლას აპირებდნენ. მწვერვალამდე სულ დაახლოებით 50 მეტრი იყო დარჩენილი, როცა ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ვეღარ შეძლო სიარულის გაგრძელება. მაშინ მამაკაცმა გადაწყვიტა, ქალი მთაზე მარტო დაეტოვებინა და თვითონ ექიმების მოსაყვანად ჩამოსულიყო.
პოლიციის ცნობით, მამაკაცმა ქალი მოუმზადებლად წაიყვანა ექსპედიციაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად გამოცდილი ალპინისტი იყო. მაგალითად, მან ნება მისცა, რომ ქალი ასეთ პირობებისთვის შეუფერებელი აღჭურვილობით წასულიყო. ასვლაც დაგეგმილზე ორი საათით გვიან დაიწყეს. ეს მამაკაცის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. როცა მან ქალი მთაზე დატოვა, არ იზრუნა იმაზე,რომ ის ქარისგან დაცულ ადგილზე ყოფილიყო და არც სპეციალური თერმო გადასაფარებელი დაუტოვებია.
ამასთან, იმ მომენტში, როცა წყვილის თავზე სამაშველო ვერტმფრენმა ჩაიფრინავდა, ალპინისტს სპეციალური სიგნალის საშუალებით არ უთხოვია დახმარება, პოლიცია ცდილობდა მასთან დაკავშირებას, რადგან შეამჩნიეს, რომ ალპინისტები დიდი ხანი არ ჩანდნენ, მაგრამ მამაკაცმა ტელეფონი გამორთო.
როცა ბოლოს მამაკაცმა შეატყობინა სამსახურებს შეყვარებულის მდგომარეობის შესახებ, ამ დროს ძლიერმა ქარმა უკვე ხელი შეუშალა სამაშველო ოპერაციას. როცა მაშველები დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, ქალი მთის ფერდობზე დაახლოებით 6.5 საათი იმყოფებოდა.
ამჟამად ალპინისტს გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში სდებენ ბრალს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.











