წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768935842
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი „საგიტა” „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ, ვენესუელიდან გამავალი ნავთობი იყოს სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული“, – ნათქვამია სამხრეთ სარდლობის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ეს უკვე მეშვიდე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დააკავა.