„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
კანადამ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის თურქეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
ანკარაში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ვაჭრობასა და ინვესტიციებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ასევე სოციალურ და დიპლომატიურ კავშირებს მოიცავს. მისი მიზანია სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნა, რაც კანადურ და თურქულ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კარნიმ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს და სამწლიან სამოქმედო გეგმას ითვალისწინებს.
„ჩვენ რაღაც ახლის საფუძველი ჩავყარეთ – სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს მუშაკებსა და ბიზნესს და ორივე ხალხისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს“, – განაცხადა კარნიმ.
ერდოღანმა მარკ კარნი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე „პრაგმატული აზროვნებისა და გამჭრიახობის“ მქონე ლიდერად შეაფასა.
„დღეს ჩვენ დავძლიეთ თურქეთსა და კანადას შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გაუცხოება. ახლა თურქეთსა და კანადას შორის ახალი ეპოქა იწყება“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეები გეგმავენ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა თავდაპირველად სამი მილიარდი დოლარიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი ათ მილიარდ დოლარამდე გაზარდონ.