კანადა სამომავლოდ ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

ფასი

კანადაში 2035 წლიდან ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, უნდა შედგეს დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გაყიდვაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს.

ამავე პროექტის მიხედვით 2026 წლისთვის კანადაში გაყიდული ავტომობილების 20%-ს გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა ჰქონდეთ. 2030 წლისთვის ასეთი ავტომობილების წილი 60% უნდა იყოს და 2035 წლისთვის - 199%.

გარდა ამისა, კანადის მთავრობა, ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამას გააგრძელებს და ელექტროდამუხტვის სადგურების რაოდენობის გაზრდის პირობა დადო.