ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
კანადა აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს.
მედიის ცნობით, ფინანსთა მინისტრი ფრანსუა-ფილიპ შამპანი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები უახლოეს საათებში გაასაჯაროებენ, თუ რომელი ამერიკული პროდუქცია დაიბეგრება 8 სექტემბრიდან კანადაში იმპორტირების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, 22 აგვისტოდან აშშ-ში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფი მოქმედებს. 2027 წლის პირველი იანვრიდან კი დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესება ემუქრება კანადურ ავტომობილებს, ავტონაწილებსა და ფოლადს.
„მოლაპარაკების მაგიდასთან დამოკიდებულება, რომ კანადა აშშ-ის შვილობილია, ის არ არის, რასთან შეგუებაც შეგვიძლია. მოლაპარაკებებისას შევიტყვეთ, რომ ამერიკელებს სურთ, გაანადგურონ ჩვენი ძირითადი ინდუსტრიები, მათ შორის საავტომობილო, ფოლადისა და ალუმინის“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
მისივე თქმით, ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც მათ მოლაპარაკებებისას უარი განაცხადეს და თქვეს, რომ „ეს ცუდი შეთანხმებაა“.