კაია კალასმა აბას არაღჩისთან სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება და უკრაინაში რუსეთის ომი განიხილა

კაია კალასი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არაღჩისთან სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება და უკრაინაში რუსეთის ომი განიხილა.

ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა. კალასმა ასევე დაწერა, რომ ირანს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„კვლავ მოვუწოდე ირანს შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა. მოსკოვი სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და მისთვის მიწოდებული ნებისმიერი რესურსი სულ უფრო მეტი მშვიდობიანია ადამიანის მკვლელობას უწყობს ხელს. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს“, - დაწერა კალასმა.