რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის დროს მათ მხარდასაჭერად, უსამართლოა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
მისი თქმით, რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე ევროპა არ არის პასუხისმგებელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები კი თავადაც არ დამდგარან ევროპის მხარეს, როდესაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა.
„ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უსამართლოა. რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი უსაფრთხოების თეატრი ევროპაში. ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი. ჩვენ არ გვინახავს ყურის ქვეყნების დახმარება იქ, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა“, - განაცხადა კალასმა.