VIDEO: „ჩემზეა ნათქვამი, სცენაზე დაბერდაო, მართლა დავბერდი...“ - ცნობილი მსახიობის ომარ ურუშაძის ბოლო ინტერვიუ არქივიდან

ომარ ურუშაძე

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი , ომარ (ომისხან) ურუშაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თეატრის დასში ის გასული საუკუნის  60-იანი წლებიდან ირიცხებოდა.

მან შეასრულა უამრავი , მათ შორის ბევრი მთავარი, როლი თეატრში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე.  ასევე გადაღებულია სატელევიზიო სერიალში  “გოგონა გარეუბნიდან”, სადაც თამადის როლს ასრულებს ქორწილის სცენაში. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო,  პრემიები და პრიზები.

2018 – ღირსების ორდენი, 1988 – საქართველოს დამსახურებული არტისტი ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემია.

იყო  ოზურგეთის საპატიო მოქალაქე. ასევე  გიორგი შავგულიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გთავაზობთ, რუსთავი2-ის გადაცემა „შუადღის“ სიუჟეტს არქივიდან, სადაც მსახიობი თავის ცხოვრებაზე და პროფესიის სიყვარულზე საუბრობს: