Reuters-ის ინფორმაციით, პუტინის სპეცწარმომადგენელი აშშ-ში ჩავიდა

კირილ დმიტრიევი

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს.

მედია იუწყება, რომ დმიტრიევის შეხვედრების მთავარი თემები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები და აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობაა.

ცნობისთვის, აშშ-ის მხრიდან რუსეთის ნავთობზე შემოღებული სანქციების შემსუბუქების ვადა 11 აპრილს იწურება.