რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
აშშ შეუცვლელი მოკავშირეა, თუმცა ასევე ცხადია, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთივე კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
„მე ასევე მსურს შევეხო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მდგომარეობას, რაც ბოლო დროს აქტიური განხილვის საგანია. ამერიკის შეერთებული შტატები შეუცვლელი მოკავშირეა, თუმცა ასევე ცხადია, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთივე კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ნებისმიერ ალიანსში არსებობს ღია აზრთა სხვადასხვაობის მომენტები, თუმცა ევროპა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების 80 წელს არ უგულებელყოფს. ღაზის სექტორიდან დაწყებული, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლითა და ჩინეთის იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკით დამთავრებული - ევროპა და აშშ უფრო ძლიერები არიან მაშინ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ“, - აღნიშნა კაია კალასმა.