კადიროვის თქმით, მუსიკის ნელი და ჩქარი ტემპის შესახებ მან მხოლოდ რეკომენდაციები გასცა და არ აუკრძალავს

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განმარტა, რომ ბოლოდროინდელი მოთხოვნები მუსიკის ტემპთან დაკავშირებით, მხოლოდ "რეკომენდაციები" იყო, ტრადიციული ჩეჩნური მუსიკის შემსრულებლებისთვის.

ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა აპრილის დასაწყისში თქვა, რომ კადიროვმა მას დაავალა, აეკრძალა ყველა მუსიკა, რომლის რიტმიც წუთში 80 დარტყმაზე ნელია და 116-ზე სწრაფია.

თავდაპირველად, გაურკვეველი იყო, რა მუსიკაზე იმოქმედებდა ეს წესები, ან როდის შევიდოდა ძალაში.

კადიროვმა პარასკევს განაცხადა, რომ მითითებები "ჩეჩნური ეროვნული მუსიკის ტრადიციული ტემპის შენარჩუნების შესახებ" მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათის იყო.

"რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები ჩემ მიმართ მეგობრულად განწყობილები არ არიან, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს მარაზმი ყოველდღიურად უფრო ძლიერი იქნებოდა", — დაწერა მან ტელეგრამზე.

"ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს "ეროვნული" და "ჩეჩნური", არსად არის ნახსენები "აკრძალვა", — თქვა მან. "ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები ჩეჩნური მელოდიების შემსრულებლებისთვის (არა ჰიმნების, არა სამხედრო მარშების, არა ბალადების, არა შანსონის, არა სხვა ეროვნების სიმღერების და ა.შ.), რომელიც განკუთვნილია მუსიკალური ექსპრესიულობის, ორიგინალურობისა და თავისებურების შესანარჩუნებლად"