„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
იტალიელი პროდიუსერი ანდრეა იერვოლინო მოდელიერ ჯორჯო არმანის შესახებ ფილმზე იმუშავებს. პროექტზე მუშაობა დიზაინერის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. სურათის სახელწოდება იქნება „არმანი - მოდის მეფე“.
„ჯორჯო არმანის გარდაცვალებამ წინა პლანზე წამოწია ის ღრმა მნიშვნელობა, რასაც არმანის სახელი იტალიისთვის და მთელი სამყაროსთვის წარმოადგენდა“, - განაცხადა პროდიუსერმა.
უცნობია ვინ ითამაშებს ფილმში ან ითანამშრომლებენ თუ არა ავტორები დიზაინერის ოჯახთან.
ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლისა გარდაიცვალა.