1757269592
ლევან მახაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ავსტრიის ელჩს რობერტ გერშნერს შეხვდა, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი პარტნიორობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
„ლევან მახაშვილმა და რობერტ გერშნერმა საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საჭიროება აღნიშნეს. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.