1757602071
კატარის პრემიერ-მინისტრი - ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმით მძევლების გათავისუფლების ყოველგვარი იმედი მოკლა

ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმით მძევლების გათავისუფლების ყოველგვარი იმედი მოკლა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანმა განაცხადა.
კატარის პრემიერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლოდროინდელი ქმედებების გამო გააკრიტიკა.
„ვფიქრობ ის, რაც ნეთანიაჰუმ გააკეთა, მძევლების გაწირვა და მათთვის ყოველგვარი იმედის გადაწურვაა. თავდასხმის დღეს ერთ-ერთი მძევლის ოჯახს ვხვდებოდი. მათ შუამავლების გარდა, სხვა იმედი არ აქვთ“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანმა.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს ისრაელმა კატარში იერიში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა. დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის 5 წევრი ემსხვერპლა.
კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.