15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს ასრულებს მაივენ ლე ბესკოს ფილმში, რომლის ტრეილერიც ახლახან გამოვიდა. ფილმს Jeanne du Barry ჰქვია და ეს პირველი როლია, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჯონი დეპმა მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Jeanne du Barry-ის გადაღებები ივლისში დაიწყო. ფილმში პარიზის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ვიხილავთ, მათ შორის ვერსალის სასახლესაც. ფილმის სიუჟეტი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უფრო მაღალ სოციალურ წრეებში ცდილობს მოხვედრას.