ჯენიკა ფაუნდსი: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება

ჯენიკა ფაუნდსი

ამერიკელმა მკვლევარმა, ჯენიკა ფაუნდსმა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენები იყო.

ფაუნდსი შეხვდა დელეგატებს ესტონეთიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან. მისი თქმით, ყველა ამ ქვეყნის წარმომადგენელი ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობს.

„მთავარი დასკვნა ასეთია: არასამთავრობო ორგანიზაციების მხრივ არსებული სიტუაცია მთელ მსოფლიოში იდენტურია. ყველას ჰქონდა განცდა, რომ მათი ხალხი რეალურად ვერ აკონტროლებს საკუთარ ქვეყანას და NGO-ები მათ თავს ახვევენ ისეთ პოლიტიკას, რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია. მე და DataInterpretr-ი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება“, - აღნიშნა ფაუნდსმა.