ჯენიფერ ენისტონმა 20-წლიანი საიდუმლო გაამხილა

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა დედობის მრავალწლიან მცდელობებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, 2 ათწლეულის განმავლობაში იმ იმედით ცხოვრობდა, რომ შვილი ეყოლებოდა. 

„ადამიანებმა ჩემი ისტორია არ იცოდნენ. არ იცოდნენ, რა გამოვიარე ოჯახის შესაქმნელად. რა გადავიტანე 20 წლის განმავლობაში.  უბრალოდ, არ ვფიქრობდი, რომ ეს ვინმეს საქმე იყო. მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ვისმენდი, რომ თითქოს არ მსურს შვილები, რომ ეგოისტი და შრომისადმი შეპყრობილი ვარ. ეს მტკივნეული იყო, რადგან მეც ადამიანი ვარ,“

 2022 წელს ენისტონმა საჯაროდ თქვა, რომ IVF-ის (ექსტრაკორპორალური განაყოფიერების) რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა გადაიტანა და ინანა, რომ დროულად მიმართა კვერცხუჯრედების გაყინვას.