წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მედია სიცრუეში დაადანაშაულა იმ პუბლიკაციის გამო, რომელიც ადმინისტრაციაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ორი დიამეტრალურად საპირისპირო მიდგომის არსებობის შესახებ იუწყება.
მისი კომენტარი ეხება NBC News-ის სტატიას, სადაც საუბარი იყო რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ორი ხედვის“ დაპირისპირებაზე - პირობითად პრორუსულზე, რომელიც „ნებისმიერი მშვიდობის“ მომხრეა, და პირობითად პროუკრაინულზე.
„მედია იტყუება, რათა პრეზიდენტის გეგმები ჩაშალოს. ყველაფერი ძალიან მარტივია“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
