გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირთა მიმართ დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ცნობის საკითხზე, ასევე ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხზე, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
პროკურორის თქმით, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„საქმეში არაერთი დამატებითი მტკიცებულებაა მოპოვებული, როგორიც გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დამატებით სხვადასხვა პირები, რომლებიც არიან დაზარალებულად ცნობილნი, მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობეზე მანამდე მექანიკური დაზიანების კვალი, მათ შორის გადაჭრის კვალი არ აღინიშნებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომამდე დამატებით მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, რომლის დასაშვებად ცნობის საკითხზეც დღეს სასამართლოში ვიმსჯელებთ. საქმეზე არსებობს ის სტანდარტი, რომელიც საკმარისია შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, რადგან ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება“, – განაცხადა პროკურორმა.