ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის დედლაინები არ არსებობს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ დაუდგენია არანაირი დედლაინი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მოსაგვარებლად სამშვიდობო შეთანხმების დასადებად.

ტრამპს ჰკითხეს, რჩება თუ არა აქტუალური 27 ნოემბრის თარიღი (მადლიერების დღე), რომელიც მედიაში არაერთხელ გაჟღერდა, როგორც სამშვიდობო გეგმის მიღების საბოლოო ვადა.

„მე არ მაქვს დედლაინი. მე უბრალოდ... იცით, რა არის ჩემთვის ბოლო ვადა? როდესაც ყველაფერი დასრულდება. და ვფიქრობ, რომ ახლა ყველა დაიღალა ომით. ისინი აგებენ. ისინი ზედმეტად ბევრ ადამიანს კარგავენ“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.