წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში.
შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.