დავით მათიკაშვილი პეტერ ფიშერის ინტერვიუზე: მან სიმართლის თქმას, ბუნებრივია, თავის მართლება არჩია

დავით მათიკაშვილი

პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც ჩანს პეტერ ფიშერმა სიმართლის თქმას, თავის მართლება არჩია.

„სიმართლე, რომ ელაპარაკა უნდა ეღიარებინა გერმანიის ელჩს, რომ ის ესწრებოდა რადიკალებთან ერთად კონკრეტულ შეხვედრებს რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული, აქვს ნაქირავები რადიკალური პარტიის ლიდერისგან ძვირადღირებული აპარტამენტები თბილისის ცენტრში. მან სიმართლის თქმას, ბუნებრივია, თავის მართლება არჩია და პრაქტიკულად ყველაფერი ის ილაპარაკა, რაც აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი სიმართლისგან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.