1769187331
ჯეი დი ვენსი: გრენლანდიას დღეს არა დანია, არამედ ამერიკის ძალა იცავს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, გრენლანდიას დღეს არა დანია, არამედ ამერიკის ძალა იცავს, ამიტომ ვაშინგტონს მისი სიმდიდრის განაწილება უნდა შეეძლოს.
ჯეი დი ვენსის თქმით, გრენლანდია ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვითი სისტემისთვის.
„რა იცავს გრენლანდიას რუსეთის ან ჩინეთის შეჭრისგან? დანიის ძალა? დანიისადმი ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, მას ამერიკის შეერთებული შტატების ძალა იცავს. ფაქტია, რომ მას ირიბად უკვე ვიცავთ, მისი კეთილდღეობის გაზიარებაც უნდა შეგვეძლოს. მას აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - თქვა ვენსმა.











