ჯეი დი ვენსი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს, აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს

ჯეი დი ვენსი

ჩვენ, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების.

ვენსმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დღეს აღნიშნავს ამერიკული სიმამაცის 250 წელს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს. აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს“, – თქვა ვენსმა.