საჩხერეში, ტრაგიკულად დაღუპული კაცი ყოფილი მორაგბეა - ხვალ ის 31 წლის გახდებოდა
1788171452
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები თსუ-შიც არის.
„[მეორადი ჩარიცხვები]მნიშვნელოვანია იმ 1 700-ზე მეტი აბიტურიენტისთვის, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისას გადალახეს შესაბამისი ზღვარი. მათ ექნებათ უკვე შანსი, რომ ხელახლა მეორადი ჩარიცხვის წესით აირჩიონ შესაბამისი ფაკულტეტები.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 30 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ“.