ანანურთან ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1769613826
ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ჩამოვიდეს მოსკოვში, თუ მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას რამდენჯერმე თქვა, რომ თუ ზელენსკი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის, ჩვენ მას მოსკოვში ვეპატიჟებით“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შესახვედრად, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ - გადაიჭრას.