იტალიური მედია: უკრაინა საცერივითაა, ჩვენი დახმარების ფარგლებში მიწოდებული იარაღის 800 000 ერთეული მოპარულია, მაფია კი შავ ბაზარში იძირება: „დრონებითაც ინტერესდებიან“

იარაღი

2022 წლიდან 780 465 ერთეული იარაღი დაიკარგა ან მოიპარეს, მათგან 149 000 - მხოლოდ 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში. წერს იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano, რომელიც უკრაინას იარაღის უკონტროლოდ გაქრობის გამო საცერს ადარებს.

გამოცემის თანახმად, იარაღის უმეტესი ნაწილი ნიკოლაევში, კიევსა და დონეცკის ოლქში გაქრა.

„ხარისხიანი არსენალის“ აღდგენა, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ფრონტიდან მოპარული იარაღის ხარჯზე, სადაც ოთხი წლის განმავლობაში თითქმის 800 000 ერთეული იარაღი გაუჩინარდა - სწორედ ამას ცდილობენ „კოზა ნოსტრას“ წევრები. ჩვენ ვიცით მაფიის ინტერესის შესახებ უფრო დახვეწილი იარაღის მიმართ: მაგალითად, იმ იარაღის მიმართ, რომელიც ომის შემდეგ წარმოქმნილ შავ ბაზარზე გაჩნდა“, - ნათქვამია Il Fatto Quotidiano-ს სტატიაში.