იტალიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ განიხილავს დონალდ ტრამპი იტალიაში ამერიკელი სამხედროების შემცირებას

იტალიის თავდაცვის მინისტრი

არ მესმის მიზეზი, ყველასთვის აშკარაა, რომ ჩვენ ჰორმუზის სრუტე არ გამოგვიყენებია, – ასე გამოეხმაურა იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპი ამერიკელი სამხედროების შემცირებას გერმანიის გარდა, იტალიასა და ესპანეთშიც განიხილავს.

იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ ესმის მიზეზი, რატომ განიხილავს აშშ იტალიაში ჯარების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას.

„მე არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის აშკარაა, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე. ჩვენ მზადყოფნაც კი გამოვხატეთ საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის მისიისთვის, რამაც, სხვათა შორის, ამერიკელი სამხედროების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა,“ – აღნიშნა გვიდო კროზეტომ.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიის გარდა, ამერიკელი სამხედროების შემცირებას იტალიასა და ესპანეთშიც განიხილავს. ამის მიზეზად კი მან ირანის ომის გარშემო არსებული უთანხმოება დაასახელა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იტალია მას არაფრით დახმარებია.