ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1786764308
იტალიის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მოპარული სამი ძვირად ღირებული ნახატი მუზეუმში დააბრუნა. საქმეზე დაკავებულია მოლდოვის ხუთი მოქალაქე.
ფრანგი მხატვრების – სეზანის, რენუარისა და მატისის ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება 9 მილიონი ევროა, 22 მარტს, ღამით ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს. პოლიციამ ქურდობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს ორი ნიღბიანი პირი, რომლებიც მუზეუმში შეიჭრნენ, კედლიდან სამი ნახატი მოხსნეს და ადგილიდან მალევე გაიქცნენ. პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება.
„ეს იყო კომპლექსური გამოძიება. ჩვენი მიზანი გახლდათ ამ შედევრების დაბრუნება. ისინი პარმაში, ერთ-ერთ სახლში, ბნელ სათავსოში ინახებოდა. დღეს 13 ადგილას ჩავატარეთ ჩხრეკა, ისინი ყველანი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩხრეკის დროს ჩვენ არა მხოლოდ ეს შედევრები, არამედ სხვა მოპარული ნივთებიც აღმოვაჩინეთ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების გამხელა არ შემიძლია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა პარმის პროვინციის კარაბინერების ხელმძღვანელმა, ანდრეა პალიარომ.