„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
იტალიაში უსაფრთხოების შესახებ განკარგულების ამოქმედებიდან პირველად 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც რომში არაავტორიზებულ დემონსტრაციაზე დასწრებას გეგმავდნენ. პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თქმით, ესენი იყვნენ საშიში ანარქისტები, რომლებიც პოლიციის სათავო ოფისთან იმ ორი ანარქისტის ხსოვნის აღსანიშნავად გეგმავდნენ შეკრებას, რომლებიც 19 მარტს, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის დროს მომხდარი აფეთქებისას დაიღუპნენ.
უსაფრთხოების შესახებ განკარგულებას, რომელიც უსაფრთხოების რისკად შეფასებული დემონსტრანტების წინასწარ დაკავების, ასევე გზების გადაკეტვის აკრძალვასა და დემონსტრაციების შეზღუდვას ითვალისწინებს, მემარცხენე ჯგუფები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. იტალიის პრემიერ მინისტრის თქმით კი, ეს განკარგულება სწორედ მშვიდობიანი შეკრების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.