ცნობილია ცხოველი, რომლის თირკმელებს მალე ადამიანებს გადაუნერგავენ
1766862131
იტალიის პოლიციამ დააკავა 9 ადამიანი, რომლებსაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ჰამასისთვის“ დაახლოებით 7 მილიონი ევროს შეგროვება ედებათ ბრალად.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხები ოფიციალურად პალესტინელი სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გროვდებოდა, თუმცა სინამდვილეში „ჰამასს“ „დაფინანსების რთული სისტემის“ მეშვეობით ეგზავნებოდა.
პოლიციაში ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 8 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივებს ამოღების შესახებ განაცხადეს. სამართალდამცველების განმარტებით, ეჭვმიტანილებს „ბრალი ედებათ ისეთი ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ საქმიანობას უწყობდა ხელს“.
საქმეზე იტალიის კონტრტერორისტული და ფინანსური პოლიცია მუშაობდნენ.