სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მელონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ისრაელთან თავდაცვის ხელშეკრულების ავტომატური განახლების შეჩერება, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს და რომლის განახლებაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება.
შეთანხმება სამხედრო მასალის გაცვლასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავს.
მანამდე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ისრაელი ლიბანში ქმედებების გამო გააკრიტიკა.