ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ქვეყანა ირანის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარება გაუწიოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, განსაკუთრებით თავდაცვის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სფეროში", - განაცხადა მელონიმ.
"ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რეგიონში ათიათასობით იტალიელი ცხოვრობს და იქ დაახლოებით 2000 იტალიელი ჯარისკაცია განლაგებული, ადამიანები, რომლებიც უნდა დავიცვათ", - დასძინა მან.