1750017082
ისრაელზე ირანის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

გასული ღამის განმავლობაში ისრაელში ირანის იერიშის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 92 დაშავებული ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თეირანის მცხოვრებლები ამ თავდასხმისთვის ფასს გადაიხდის. მისი თქმით, ირანის ლიდერი ალი ხამენეი მიზანმიმართულად უტევს დასახლებულ უბნებს და მას „მშიშარა მკვლელი“ და „ტრაბახა დიქტატორი“ უწოდა.
სულ, პარასკევიდან დღემდე ირანის იერიშების შედეგად ისრაელში 19 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.