ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

ისრაელი

 ირანის დარტყმების შემდეგ ისრაელში 150 ადამიანზე მეტი დაიჭრა. ირანულმა რაკეტებმა 21 მარტს იერიში ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებზე - არადსა და დიმონაზე მიიტანეს. მათ მახლობლად ისრაელის ბირთვული კვლევების ცენტრი მდებარეობს. ეს შეტევა თეირანმა ნათანზში მდებარე ირანულ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული დაბომბვის საპასუხოდ განახორციელა.

11 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ბავშვებიც. The Times of Israel-ის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მინიმუმ 2 რაკეტა ვერ მოიგერია. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, არადსა და დიმონაში სერიოზულადაა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.