ისრაელში აცხადებენ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“ ფარული დანაყოფის ხელმძღვანელი ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალები

ირანის რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“ ფარული დანაყოფის ხელმძღვანელი ასღარ ბაქერი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ისრაელის სამხედრო ძალების საერთაშორისო პრესსპიკერმა, ნადავ შოშანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ასღარ ბაქერი გეგმავდა ისრაელისა და ამერიკის სამიზნეებზე თავდასხმას, ასევე ოპერაციებს ისრაელში, სირიასა და ლიბანში.