1774555363
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტიდან ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ლიბანის სახელმწიფო მედია
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტიდან ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლიბანის სახელმწიფო მედია ქვეყნის კატასტროფების რისკების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 28 თებერვლიდან დღემდე ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების შედეგად 3 299 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, 136 000-ზე მეტი ადამიანი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ თავდასხმის დაწყებიდან მალევე ისრაელ-ლიბანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი განახლდა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათ ლიბანის სამხრეთში ბუფერული ზონის შექმნა სურთ.












