წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
ისრაელმა თეირანზე "ფართომასშტაბიანი დარტყმების" ტალღა დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალები ავრცელებს.
მათი განცხადებით, მთავარი სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. სამიზნე გახდა ქალაქ ბანდარ-აბასისა და შირაზის გარეუბნებიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ისპაჰანის უნივერსიტეტის შენობაზეც.
მთელი ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც. მანამდე კი, ქალაქ ნაჰარიაზე "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 13. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, სხვა ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.
გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის თავდასხმის შედეგად კი ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ოთხი.