ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
1769498301
ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული და მძევლობაში გარდაცვლილი ბოლო ადამიანის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
სერჟანტ რან გვილის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია და ის ისრაელში გადაასვენეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას მძევლების დაბრუნებას ისრაელისთვის განსაკუთრებული მიღწევა უწოდა.
ბოლო ცხედრის სამშობლოში დაბრუნება კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის სექტორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა დასრულებულია. გეგმის მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, ასევე ანკლავის აღდგენის ხანგრძლივ სამუშაოებს ითვალისწინებს.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ყველას დავაბრუნებდით და ყველა დავაბრუნეთ. ღაზაში მძევლები აღარ არიან. მადლობას ვუხდით „ცაჰალის“ ჯარისკაცებსა და შინ-ბეთს უნაკლოდ შესრულებული მისიისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.