რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია ირანში სტრატეგიული სამიზნეების დაბომბვას განაგრძობს. შეერთებულმა შტატებმა ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც, მათი ცნობით, ირანულ სამხედრო თვითმფრინავებზე იერიშებია ასახული.
თავდასხმა მოხდა ირანული რაკეტების დანადგარებზე, რომელთა სამიზნე ისრაელის ქალაქები შეიძლებოდა გამხდარიყო. გავრცელებული ცნობით, ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარების 60% განადგურებულია. ოპერაციის მომდევნო სამიზნე კი ბუნკერები იქნება, სადაც ირანული ბალისტიკური რაკეტები და აღჭურვილობა ინახება.
ისრაელის განცხადებით, ოპერაციის მიზანია, ომის დასრულების შემდეგ ირანს საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. იერიშები გრძელდება ლიბანის, კერძოდ, დაჰიის რეგიონის მიმართულებით, ჰეზბოლას პოზიციებზეც.