ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ისრაელი

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 44.9%-მა დააფიქსირა. შედარებისთვის, 2022 წლის ბოლო არჩევნებზე აღნიშნულ დროში აქტივობა 38.9%-ს შეადგენდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3 მილიონზე მეტი მიცემული ხმით, ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისთვის 1973 წლიდან - მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.

გამოცემა Times of Israel-ის თანახმად, წინა რეკორდი 1988 წელს დაფიქსირდა. დილის 10:00 და 12:00 საათების მონაცემებმაც უკვე აჩვენა ბოლო ათწლეულების სარეკორდო მაჩვენებლები.

✕